1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სპირიდონ, თეიმურაზ და ფილიპე გიორგის ძე ლეჟავებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ შორაპნის მაზრის სოფელ კვალითში, ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე 51 დესეტინა და 550 კვადრატული საჟენი ტყე, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა