1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ალექსანდრე ივანეს ძე შადინოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში განოვის ქუჩაზე მდებარე ორი ქვითკირის სახლი: ერთი – ოთხსართულიანი, მეორე – ორსართულიანი და 236 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა