1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ირაკლი გრიგოლის ძე მესხს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ნავენახევში მდებარე 21 დესეტინა და 1080 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა