1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ ანდრიას ასულ ჩარკვიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ფერსათში მდებარე 7 დესეტინა და 320 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა