1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შორაპნის მაზრის გამგეობის თავმჯდომარე კ. ბუაჩიძის დეპეშა აკაკის მიერ ნაანდერძევი სხვიტორის მამულის ერობისთვის გადაცემის შესახებ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გასული წლის მარტის ბოლო რიცხვებში დაადგინა, მამული გადასცემოდა შორაპნის ერობის გამგეობას, ანდერძის თანახმად, აკაკისეულ სახლში ქალთა სკოლის გახსნისა და მისი შენახვის პირობით. დასტური მამულის ჩაბარების შესახებ დადებითი პასუხის შემდეგ გაიგზავნებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი