გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დროულად გადაუხდელი საპროცენტო თანხის გამო ჯარიმის სახით შემოუვიდა 6 მანეთი და 19 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

წყარო: ივერია, 1877 | 1 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა