1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი ვისბადენის მკვიდრებს ძალიან კარგად ახსოვდათ და მასზე ამბობდნენ: სამეგრელოს თავადს იმდენად კეთილშობილური გული ჰქონდა, რომ ძალიან კეთილი მმართველი იქნებოდა ნახევრად გაველურებული ბულგარელებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ ბოლომდე ოსმალეთის უღელს გადაჩვეულები.

წყარო: ივერია, 1886 | 27 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა