1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Rheinischer Kurier“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს ვისბადენსა და ჰამბურგში ძმასთან ერთად ბევრი მასწავლებელი ჰყავდა. ნიკოლოზის დედა დიდ თანხას იხდიდა შვილების სწავლაში, რადგან ძალიან აფასებდა განათლებას.

წყარო: ივერია, 1886 | 27 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა