1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია თომას ასულ მიხაილოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში კომენდანტის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი და 150 კვადრატული საჟენი მიწა.

წყარო: ივერია, 1886 | 7 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა