1886 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქარელში ხუმარაძის საწყობში გაიმართა ქართული წარმოდგენა „ძუნწი“ და „ბიძიასთან გამოხმაურება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ს. და ლევან ციციშვილებმა. წარმოდგენიდან შემოსული თანხა ღარიბ სტუდენტებს უნდა მოხმარებოდა, თუმცა წარმოდგენის შემდეგ გამართულ ლხინზეც ბევრი დაიხარჯა და სტუდენტებისთვის ცოტა თანხა დარჩა.

წყარო: ივერია, 1886 | 20 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა