1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 14 იანვარს, დღის 12 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე თბილისის სამღვდელოების მონაწილეობით ლიტანიით გაემართებოდა თავისუფლების მოედანზე, სადაც გადაიხდიდა საზეიმო პარაკლისს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო.

წყარო: საქართველო, 1920 | 14 იანვარი*
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა