1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბიჭია ივანეს ძე აბაშიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში მდებარე ეზო, ზვარი, სახნავ-სათესი, 10 დესეტინა და 1660 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 15 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა