1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი, რაფიელ, ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგს, ელენე ნიკოლოზის ასულ ყაზბეგს და ოლგა ნიკოლოზის ასულ ალექსეევ-მესხიევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ დუშეთის მაზრაში, ყაზბეგში მდებარე სახნავ-სათიბი, საძოვარი, ტყე, 1144 ოთხკუთხი საჟენი და 151 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა