1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ელისაბედ იაკობის ასულ ელიოზაშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ამაღლების ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, სამსართულიანი ფლიგელი სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელი სარდაფით და 203 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა