1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ დიმიტრის ძე ალექსეევ-მესხიევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ახალდაბაში მდებარე სათიბ-სახნავი ადგილი და 178 დესეტინა და 840 საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა