1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მოსკოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფითა და ფლიგელით, ასევე 160 საჟენი ორსართულიანი შენობა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა