1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დავით ბეკოს ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და სოფელ ახალდაბაში მდებარე 164 დესეტინა და 2280 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წყარო: ივერია, 1888 | 12 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა