1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ირაკლი გრიგოლის ძე მესხს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ნავენახევში მდებარე 21 დესეტინა და 1080 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, ეზო, ზვარი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წყარო: ივერია, 1888 | 12 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა