1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანნა ნიკოლოზის ასულ კანდინოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ წინაველს, გოდნარსა და ჭოგნარში მდებარე 26 დესეტინა და 600 კვადრატული საჟენი ზვარი, ეზო და სახნავ–სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წყარო: ივერია, 1888 | 12 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა