1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დავით, მაქსიმე და ალექსანდრე რევაზის ძე დვალიშვილებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ამაღლებაში მდებარე 4 დესეტინა და 1000 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წყარო: ივერია, 1888 | 12 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა