1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე ოტიას ძე ერისთავს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფლებში – ამაღლება, ინაშაურსა და უხუთში – მდებარე 63 დესეტინა და 650 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წყარო: ივერია, 1888 | 12 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა