1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე ზურაბის ძე კიკნაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა სოფელ დიმში მდებარე 19 დესეტინა და 300 კვადრატული მეტრი ეზო და სახნავ–სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წყარო: ივერია, 1888 | 12 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა