1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ გიორგის ძე აბულაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ საყულიაში 165 დესეტინა სახნავ–სათესი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წყარო: ივერია, 1888 | 12 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა