1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხაილ გიორგის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ამაღლებაში მდებარე 82 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

წყარო: ივერია, 1888 | 12 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა