1897 წლის 27 აპრილს საჩხერეში დანიშნული კრების თავმჯდომარედ ანეპოდისტე მაჩაბელი აირჩიეს. კრებაზე გადაწყდა, საწევრო ფული მოგროვებინათ, რათა ამხანაგობა „შუამავლისთვის“ეთხოვათ, რომ სავაჭრო ცენტრის განყოფილება საჩხერეშიც დაეარსებინათ.

წყარო: ცნობის ფურცელი, 1897 l 9 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა