1948 წლის დეკემბერში მღვდელი თარხნიშვილი შალვა მაღლაკელიძეს დაჰპირდა, რომ გაიოზ მაღლაკელიძის პრესის ბიუროსთვის მასალების მოძიებაში დაეხმარებოდა. თარხნიშვილი ბეირუთში იყო და მაღლაკელიძეს სირია-ლიბანის შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი ბუჭუ (გაიოზ) მაღლაკელიძისადმი 1948 | 10 დეკემბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი