ინგუშთა ეროვნული საბჭოს თავჯდომარე ზაბალიევმა, მთავრობას დეპეშით შეატყობინა, რომ ინგუშთა ეროვნული საბჭო ყველა ზომებს იღებდა საქართველოს სამხედრო გზით მიმავალ ლტოლვილთა გასაშვებად. საბჭო სთხოვდა მთავრობას, რომ აღარ გაეგზავნათ იქ ლტოლვილები, რადგან მათ გადაყვანას ვეღარ უზრუნველყოფდნენ.

წყარო: საქართველო, 1918 | 31 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა