1918 წლის 9 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი უფლებამოსილი იყო გადაეკვეთა ყველა ბლოკპოსტი. საჭიროების შემთხვევაში მას აღმოუჩენდნენ დაცვასა და დახმარებას. დოკუმენტს ხელს აწერდა ებერტი.

წყარო: საქართველოს დელეგაციის მეთაურის, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის სახელზე გაცემული მოწმობები მისთვის ბერლინსა და პარიზში ცხოვრების და თავისუფლად გადაადგილების უფლების მიცემის შესახებ | 1918-1927
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:გერმანული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი