1920 წლის 25 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში „საქართველოს ფინანსურ-ეკონომიური მისია ევროპაში“ ნათქვამია, რომ მისიის ხელმძღვანელი, ფინანსთა მინისტრი კანდელაკი იმყოფებოდა ლონდონში, სადაც ესაუბრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლორდ კერზონს. მისიის წევრებმა ინგლისის ვაჭრებსა და მრეწველებთან საქმიანი კავშირი დაამყარეს; კომერციულმა აგენტმა მ. ყაუხჩიშვილმა კი, რომელიც შვედეთსა და ნორვეგიაში იმყოფებოდა, ინახულა იქაური სავაჭრო-სამრეწველო ფინანსური წრეები, რომლებიც აპირებდნენ საქართველოში წარმომადგენელთა გამოგზავნას ჰიდროელექტროსადგურების, ასანთის და სხვ. ქარხნების მოსაწყობად. საქართველოს მთავრობა წარმოების მონახევრე იქნებოდა.

წყარო: ერთობა, 1920 | 25 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა