1918 წლის 6 დეკემბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა „ტაიმსის“ სპეციალური კორესპოდენტის ცნობები ამსტერდამიდან, რომ ბერლინში აღმოაჩინეს შეთქმულება, რომელსაც მიზნად ჰქონდა მონარქიის აღდგენა და კაიზერის დაბრუნება. შეთქმულებაში მონაწილეობდნენ: მაკენზენი, ფონ-ბოინი, ფონ-არმისი, რომელთაც ფინანსურად ეხმარებოდნენ კრუპი და ფონ-ბეილენი.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 6 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა