არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი

1924 წლის აჯანყების მონაწილე, მის ბინაზე განთავსდა არალეგალური სტამბა

1924 წლის 16 მაისს საქართველოს ჩეკას განსაკუთრებულმა რწმუნებულ-თანაშემწე ბესარიონ მელიქაძემ მოითხოვა დაკავებული არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცის, როგორც ბოროტი მტრის, 5 წლით მკაცრი იზოლაციის ციხეში ამნისტიის გარეშე და წინასწარი პატიმრობის ჩაუთვლელად დაპატიმრება, რადგან ის არალეგალურ სტამბასთან დაკავშირებულ ბრალდებას არ აღიარებდა. ამ დროს მიკაელიანცი იმყოფებოდა N2 გამოსასწორებელ სახლში.

წყარო: არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცის საქმე | N 23 491
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი