პეტრე მიხეილის ძე ჩარექიშვილი (ჩარექოვი)

წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგე, თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წელს თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა გაუგზავნა წერილი სასწავლებელთა მთავარ-გამგეს, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისდამი რწმუნებული გიმნაზიის კლასის დამრიგებლის ლ. ნ. გამოვასთვის დახმარების სახით გიმნაზიის სახსრებიდან ოთხი ათასი მანეთის გამოწერას.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ლ. ნ. გამოვას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი