ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი

ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, პროფესორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N 3, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ვასაკა“, ტიციან ტაბიძის „ფატმან-ხათუნი“, შალვა ამირაჯიბის „მწვანე კაკადუ“, ვალერიან გაფრინდაშვილის „ზამთრის დაისის გასვენება“ და „შენიშვნები ლირიკაზე“, კოლაუ ნადირაძის „ყალბი ავტობიოგრაფია“, ნიკოლო მიწიშვილის „სამგლოვიარო მარში“, რაჟდენ გვეტაძის „სევდის ფარმანდი“, შალვა კარმელის „ბოდლერის ოფორტი“, სანდრო ცირეკიძის „მოზაიკის ღვთისმშობელი და სათაური პოეზიაში“, სერგო კლდიაშვილის „ევა ტაძარში“, დია ჩიანელის „სევდიანი ფრაგმენტი“, ყდის გაფორმება ეკუთვნოდა ლადო გუდიაშვილს.

წყარო: საქართველო, 1920 | 11 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა