იაკობ (ბეტა) ვასილის ძე ხაბაევი

ეროვნებით ოსი, რუსეთის იმპერიის ოფიცერი (პოლკოვნიკი), თეთრგვარდიელი მხედართმთავარი ( გენერალ-მაიორი), დენიკინის მიერ ოსეთის მმართველად დადგენილი (1919- 1920 წწ), ემიგრაციაში მთიელთა მონარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი

. „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1-ში გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი მკითხველს უამბობს იმ საყოველთაო განუკითხაობაზე, რომელსაც მთელი ოსეთის ტერიტორია მოუცავს: სოსლანბეკ ბიგაევის საგანგებო სადამსჯელო რაზმი, რომელიც უშუალოდ ოსეთის მმართველს ექვემდებარება, „მართლწესრიგის დამყარების“ ეგიდით ძარცვავს გადასახადებით ისედაც წელში გატეხილ მოსახლეობას. ურჩობის შემთხვევაში ცეცხლითა და ტყვიით დაუნდობლად უსწორდება ყველას - არ ზოგავს არც ქალსა და არც ბავშვს. ნაძარცვი სიმდიდრის ნაწილი საჯარო ვაჭრობით იყიდება, ნაწილი კი ოსეთის მმართველის, პოლკოვნიკ ხაბაევის სრასახლებში იდებს ბინას. კორესპონდენტი დაწვრილებით აღწერს ზამანყულში, არდონში, ელხოტოვოსა და სხვა სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მოწყობილ სასტიკ ანგარიშსწორებას.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ" – „თავისუფალი მთიელი"), №1, 1919 წლის 8 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა