გიორგი პავლეს ძე ერაძე

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), შრომის მინისტრის ამხანაგი (აქ: მოადგილე), მომარაგების სამინისტროს მინისტრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მომარაგების მინისტრმა გიორგი პავლეს ძე ერაძემ წერილი გაუგზავნა ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ ბათუმის წარმომადგენელ ნოელ სტეფანეს ძე სმიტს, ხოლო მისი ასლი ამავე ფირმის ოფიციალურ წარმომადგენელს კავკასიაში ლევ ქრისტეფორეს ძე გერმანს 1919 წლის 29 ოქტომბერს მათთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

წყარო: საქართველო, 1920 | 7 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა