ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე ჩხიკვიშვილი

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), 1919 წელს თბილისის ქალაქისთავი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სასტუმრო „ორიენტში“ აჭარის დელეგაციის პატივსაცემად, რომელსაც მეთაურობდა მემედ-ბეგ აბაშიძე, რაუტი გამართა. რაუტს ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ისკანდერ ცივაძე და ნიკო ნიკოლაძე.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 16 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა