გაპო (გიორგი) ვასილის ძე ბაევი

ეკონომისტი, იურისტი, პუბლიცისტი, ვლადიკავკაზის ქალაქისთავი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისში გადმოსვლის შემდეგ თანამშრომლობდა აჰმედ ცალიგოვთან

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ გაპო ბაევის სტატია გვიამბობს:„ დაღესტნის აჯანყებით დაწყებულმა ჩრდილოკავკასიელთა განმათავისუფლებელმა ბრძოლამ ოსეთის ხელისუფალთა წარმომადგენლებზეც იმოქმედა: ოსეთის მმართველის, პოლკოვნიკ ხაბაევის მიერ დანიშნული სოფლის მოხელეების სასტიკი ტონი უბრალო ხალხის მიმართ ამ რამდენიმე თვეში ისე შერბილდა, რომ ლამის ლაქუცად გადაიქცა“.

წყარო: ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 29 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა