კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე

ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ჭიათურის შავი ქვის (მანგანუმის) მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე

1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ივანე გიორგის ძე აბაშიძემ, რომ სახლში წასაღებად ეთხოვებინათ ქართული ჟურნალ-გაზეთების ნომრები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი