რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (არ. რაჟდენიძე)

პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ეროვნული საბჭოს წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი

1920 წელს რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორთან ერთად სასამართლო უწყების დაწესებულებები დაიარა და გეგეჭკორი სასამართლო მოხელეებს გააცნო.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 6 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა