ალექსანდრე (ალიოშა) სიმონის ძე სვანიძე
სფსრ განათლების და ფინანსთა სახალხო კომისარი, სსსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი
1921 წლის 26 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახალხო განათლების კომისრის, ალექსანდრე სვანიძის განკარგულება ყველა კულტურული დაწესებულების საბჭოთა დაწესებულებად გამოცხადების შესახებ. ამგვარად წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კერძო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ეს განკარგულება ცნობად მიიღეს.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი