ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ პარლამენტის საზეიმო სხდომაზე ნოე ჟორდანიამ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა.

წყარო: სერ ოლივერ უორდროპი 150
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, ინგლისური
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა