ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე (ჟუჟისპირელი)

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 24 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობის მიერ შექმნილი საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარედ რაჟდენ არსენიძე აირჩიეს, წევრებად – სიმონ ჯაფარიძე და მთავარი შტაბის წარმომადგენელი ანანია სალუქვაძე.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 24 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა