ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა

პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი, თბილისის I და II ბიბლიოთეკების გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1909 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, რომ თბილისის პირველი ბიბლიოთეკისთვის გამოეწერათ რუსული ჟურნალ-გაზეთები. გამგეობამ მას უარი უთხრა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა