ანდრია სოლომონის ძე ღულაძე
პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი, თბილისის განყოფილების წევრი, ნამდვილი წევრი
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე პროვოკატორობის გამო ანდრია სოლომონის ძე ღულაძის, კანონ ნიკოლოზის ძე ცინცაძისა და ევგენი ილარიონის ძე კოპალეიშვილის განყოფილების წევრთა სიიდან გარიცხვა გადაწყვიტეს.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების საერთო კრების ოქმები და ანგარიშები | 1917-1917წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი