ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და ყარსის განყოფილების წევრი

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მოლარის მეუღლის ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელიას თხოვნა, რომ გამგეობას ცოლის ავადმყოფობის გამო ავანსად მიეცა გასამრჯელო, რაც თვეში 600 000 მანეთს შეადგენდა. იგი თანხას ნაწილ–ნაწილ ყოველთვე დააბრუნებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი