გიორგი ესტატეს ძე ლომაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: გიორგი ესტატეს ძე ლომაძე, მიხეილ ესტატეს ძე ლომაძე, მარიამ (მართა) თარხანის ასული ლომაძე, არსენ ესტატეს ძე ლომაძე და ალექსანდრე მიხეილის ძე ლომაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა სიები | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი