გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია)

პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, კიტა აბაშიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების რამდენიმე წევრის განცხადება, რომ მოეწვიათ კრება და ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე. საკითხი გამგეობამ განსახილველად შემდეგი სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი