გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე

დამფუძნებელი კრების წევრი (სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია), იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, დამოუკიდებელი საქართველოს საზავო დელეგაციის წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების ნამდვილი წევრი

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ალექსანდრე ხახანაშვილის ანდერძი, რომლითაც მან თავისი ქონების დიდი ნაწილი საზოგადოებას დაუტოვა. ექიმ ვლადიმერ ნემსაძის განცხადებით, ნამდვილი ანდერძი იყო სამარაში, ექიმ გაბრიელ ღამბარაშვილთან, რომელიც საზოგადოების განკარგულებას ელოდებოდა. გამგეობამ ანდერძის დამტკიცება და განსვენებულის ქონების მოწესრიგება ალექსანდრე მდივანსა და გრიგოლ რცხილაძეს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი