პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე

პედაგოგი, ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა ამხანაგობა „შუამავლის“ მმართველი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმისა და სენაკის განყოფილებათა წევრი, სოხუმის განყოფილების გამგეობის ამხანაგი, სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, ბარნაბ დიმიტრის ძე ლაბარტყავა, პოლიხრონ ივანეს ძე მავროპულო, იულონ ექვთიმეს ძე მეგრელიშვილი, ბეგლარ ბიჭიას ძე მიქაძე, გრიგოლ ანდრიას ძე მიქაძე, ნინო გიორგის ასული მიქელაძისა, მაქსიმე ჯარუას ძე მისაბიშვილი, სევერიან ივანეს ძე მუსერიძე და ბესარიონ გრიგოლის ძე მხეიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი