აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია

ფინანსისტი, მრეწველი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი

1918 წლის 12 სექტემბერს ფოთის პორტის მახლობლად რიონის, ხობისწყლის, კაპარჭისა და მათი შენაერთების გამოყენებით სანაოსნო მოძრაობის გახსნის საკითხი განიხილეს. ამ საქმის განხილვა აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიას დაევალა.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი